პროექტის სახელი
პროექტის მოკლე აღწერა:
მოზარდების ინფორმირება ნიკოტინისა და ალკოჰოლური ნივთიერებების შესახებ, რა ზიანის მიყენება შეუძლია და როგორ უნდა იქნას თავი დაღწეული ამ არასასარგებლო ნივღიერებისაგან.
პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეებთან ვატარებ მინი ლექციას, რა ზიანის მოყენენა შეუძლია ნიკოტინს და ალკოჰოლს, როგორ უნდა ავიცილოთ/ავაცილებინოთ მოზარდებს თავი ამ ჩვევისაგან. მოსწავლეებთან ერთად გადავწყვითეთ გაგვეკეთებინა პროექტი: „მოზარდებში ნიკოტინისა და ალკოჰოლური ნივთიერების’’შესახებ. ამის შემდეგ კლასს ვყოფ ორ ჯგუფად დავაძლევ შემდეგი სახის დავალებას:
პირველი ჯგუფი:
მოიძიონ ინფორმაციები (სამედიცინო ენციკლოპედიებში, ინტერნეტში) ორგანიზმზე მავბე ნივთიერების შესახებ, აიღონ ინტერვიუები მოზარდებისაგაბ, და ეს დავალება წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით.
მეორე ჯგუფი:
ინტერნეტით მოიძიონ სხვადასხვა ქვეყნებში პროცენტული რაოდენობა ამ მავნე ჩვევის შესახებ და შეადარონ საქართველოს მონაცემებს. ასევე მოსწავლეებმა ზედა კლასებში გამოიკითხონ არიან თუ არა ნიკოტინის მომხმარებლები.
ორივე ჯგუფი წარმოადგენს თავიანთი დავალებების პრეზენტაციას.
მიზნები და შედეგები:
მოზარდების ინფორმირება ნიკოტინისა და ალკოჰოლური ნივთიერებების მავნეზემოქმედების შესახებ.
პროექტის შედეგი შეიძლება იყოს ანტინარკოტიკული შინაარსის სტატია სასკოლო კედლის გაზეთისათვის, თვითნაკეთი ბროშურა , სასკოლო კონფერეციის მოწყობა, სადაც მოიწვევენ მშობლებს, ექიმ–ნარკოლოგებს.
მონაწილეთა ასაკი––14/15წელი.
ვადები და ხანგრძლივობა––3(თვე)
სამუშაო ენა––ქართული.
პროექტის ფასილიტატორი––ნინო კვაშილავა.